24



24.1.  საარბიტრაჟო განხილვის მართებულად და ეფექტურად  წარმართვის მიზნით, საარბიტრაჟო ტრიბუნალი საქმისა და თანდართული დოკუმენტების მისთვის გადაცემიდან უმოკლეს ვადაში მხარეებისაგან იღებს წერილობით პოზიციებს პროცედურულ საკითხებთან და პროცედურულ განრიგთან დაკავშირებით ან/და მართავს სხდომას მხარეებთან პროცედურულ საკითხებზე კონსულტაციის მიზნით,  რის შემდეგაც გამოაქვს დადგენილება პროცედურული ზომებისა და პროცედურული განრიგის შესახებ.

24.2.  საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით,  ტრიბუნალს მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მიიღოს დამატებითი პროცედურული ზომები ან შეიტანოს ცვლილებები პროცედურულ განრიგში.

24.3.  პროცედურული განრიგი და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება ეცნობება DRC–ის სამდივნოს და მხარეებს.

24.4.  პროცედურულ საკითხებზე სხდომის ჩატარება ან პროცედურული განრიგის შედგენა არ არის აუცილებელი დებულების 33–ე მუხლით განსახილველ საქმეებზე.

 








უპირატესობები