34



34.1.  ერთზე მეტი არბიტრით ფორმირებული ტრიბუნალის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. თუ ასეთი უმრავლესობა არ იქნა მიღწეული, მაშინ თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.

34.2.  პროცედურული საკითხების გადაწყვეტისას,  ტრიბუნალის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, იმ პირობით, რომ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ტრიბუნალის სხვა წევრებს. ტრიბუნალს შეუძლია, ამ გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება.

34.3.  ტრიბუნალს შეუძლია საარბიტრაჟო განხილვის პროცესში მიიღოს ნაწილობრივი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.

34.4.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად გადაწყვეტილებაში მითითებულ დღეს.

34.5.  საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შესაძლებელია გამოქვეყნდეს ყველა მხარის თანხმობით,  ან იმ შემთხვევაში და იმ ფარგლებში, რომელშიც  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება აუცილებელია მხარეზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების, სამართლებრივი უფლების დაცვის,  შენარჩუნების, ან სასამართლოში მიმდინარე  განხილვასთან დაკავშირებით.

 








უპირატესობები