37



37.1.  თუ მხარეები მორიგდნენ საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მათ შეუძლიათ მოითხოვონ მხარეთა შეთანხმებით მიღებული მორიგების  დამტკიცება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით.

37.2.  თუ საქმე არ გადასცემია საარბიტრაჟო ტრიბუნალს, ან საქმეზე დასრულებულია საარბიტრაჟო განხილვა და მიღებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის ცნობა-აღსრულება არ მომხდარა და DRC–ის სამდივნო მიიღებს მხარის/მხარეთა შუამდგომლობას მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცების შესახებ, სამდივნო საქმეს გადასცემს DRC-ის სასამართლოს.

37.3.  DRC–ის სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადასცემს ტრიბუნალს, ხოლო თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი არ არის ფორმირებული, DRC–ის სასამართლო ნიშნავს არბიტრს. იმ მორიგების პირობების დასამტკიცებლად, რომელიც მხარეთა შორის მიღწეული იქნა საქმეზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, არბიტრად შეიძლება დაინიშნოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიმღები პირიც.

37.4.  ამ მუხლით გათვალისწინებული განხილვისას არ მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელთან და შესაგებელთან დაკავშირებული დებულების ნორმები.

37.5.  არბიტრაჟი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გადაწყვიტოს დააკმაყოფილოს თუ არა მხარ(ეებ)ის შუამდგომლობა მორიგების საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. არბიტრაჟი გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მხარეთა მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, ხოლო საჭიროებისას შეუძლია მოიწვიოს სხდომა დებულების 28–ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

 








უპირატესობები