40



40.1. DRC-ის სამდივნო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დამტკიცებამდე ამოწმებს იყვნენ თუ არა საარბიტრაჟო მხარეები ჯეროვნად ინფორმირებულები საარბიტრაჟო განხილვის დაწყებისა და ზეპირი მოსმენის (სხდომის მოწვევის) თაობაზე.

40.2. ტრიბუნალის შუამდგომლობის საფუძველზე DRC–ის სამდივნოს ასევე შეუძლია დაადასტუროს სხვა ტიპის დოკუმენტებიც, რომელსაც გამოსცემს ტრიბუნალი.

40.3. სამდივნოს მიერ დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ან საარბიტრაჟო საქმეში არსებული დოკუმენტების დამოწმებული ასლი შესაძლოა გადაეცეს მხოლოდ საარბიტრაჟო დავის მხარეს ან მის წარმომადგენელს.

40.4. DRC–ის სამდივნო, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას გაუწევს საარბიტრაჟო დავის მხარეს ყველა შემდგომი ფორმალობის შესასრულებლად.

 








უპირატესობები