47



47.1.   თუ საერთო სასამართლო, რომელსაც მიმართეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით აჩერებს საჩივრის განხილვას არბიტრაჟის მიერ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის აღმოსაფხვრელად, DRC–ის სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო განხილვის განახლების შესახებ. აღნიშნულის შესახებ ეცნობება  საერთო სასამართლოს,  ტრიბუნალის წევრებს და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებს.

47.2.  ტრიბუნალმა განახლებული საარბიტრაჟო წარმოების შემდეგ უნდა მიიღოს საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის მიმართაც სრულად გამოიყენება ამ დებულების 34–ე – 44–ე მუხლები.

47.3.  იმ შემთხვევაში, თუ  ტრიბუნალის გადაწყვეტილების ცნობასა და აღიარებას არ მოახდენს საერთო სასამართლო იმ მიზეზით, რომ ტრიბუნალის მიერ საარბიტრაჟო განხილვისას დარღვეული იყო ამ დებულებით ან/და მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებული წეს(ებ)ი, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე და DRC-ის სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია განახლდეს საარბიტრაჟო დავის განხილვა. ამ შემთხვევაში სრულად გამოიყენება ამ მუხლის 47.1 და 47.3 პუნქტები.








უპირატესობები