3.1. სასამართლოს შემადგენლობა განისაზღვრება მინიმუმ 4 წევრით.
3.2. სასამართლოს წევრები ინიშნებიან 4 წლის ვადით. სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს უფრო ხანგრძლივი ვადით DRC–ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით.
სიახლეების გამოწერა
თქვენ მიიღებთ სიახლეებს ელ. ფოსტაზე.
უპირატესობები
გონივრული ხარჯი
საარბიტრაჟო ხარჯების დაზოგვა და გონივრულად განსაზღვრა DRC-ის საქმის წარმოების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია და კონტროლდება DRC-ის სასამართლოს მიერ.
დამოუკიდებლობა
DRC-ი წარმოადგენს „საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა“ და პროფესიონალების მიერ შექმნილ ორგანიზაციას. მისი მმართველი სტუქტურა განაპირობებს საარბიტრაჟო განხილვას და არბიტრების სრულ დამოუკიდებლობას.
ელექტრონული არქივი
DRC-ის სამდივნო აწარმოებს, როგორც მხარეებისაგან მიღებულ, ასევე, საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შექმნილ დოკუმენტების ელექტრონულ არქივს, შედეგად ეს დოკუმენტები ინახება და მარტივად ხელმისაწვდომია მხარეთათვის.
ელექტრონული საქმის წარმოება
მხარეებს შეუძლიათ DRC-ის ვებგვერდზე არსებული სპეციალური პროგრამის გამოყენებით ელექტრონული ფორმით მიაწოდონ DRC-ის სამდივნოს საარბიტრაჟო სარჩელი და შესაგებელი, ასევე, ონლაინ რეჟიმში გაეცნონ საქმის მასალებს და მიიღონ საქმესთან დაკავშირებული სიახლეები, რაც ხელს უწყობს საქმის სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით განხილვას.