7



7.1.  DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარეს, სასამართლოს წევრებს და სამდივნოს წევრებს არა აქვთ უფლება გამოვიდნენ მხარის წარმომადგენლად იმ საქმეებში, რომლებიც განიხილება DRC–ის მიერ.

7.2. DRC-ის სასამართლოს წევრი შეიძლება დაინიშნოს არბიტრად, თუ რომელიმე მხარე არ დააყენებს მისი აცილების საკითხს დებულებით გათვალისწინებულ ვადაში.

7.3. თუ სასამართლოს თავმჯდომარე, ან სასამართლოს წევრი, გენერალური მდივანი ან სამდივნოს თანამშრომელი აღმოჩნდა ჩართული რომელიმე საარბიტრაჟო განხილვაში ან წარმოეშვა ინტერესთა კონფლიქტი საარბიტრაჟო საქმესთან დაკავშირებით საარბიტრაჟო განხილვის მხარესთან პირადი, ან საქმიანი ურთიერთობიდან ან საქმის შესაძლო შედეგებიდან გამომდინარე, მან:

ა) ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს DRC-ის სასამართლოს თავმჯდომარეს (ხოლო თუ თავმჯდომარეს აქვს ინტერესთა კონფლიქტი, სამდივნოს ხელმძღვანელს.

ბ) ვალდებულია არ მიიღოს მონაწილეობა ამ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლო სხდომებში, განხილვასა და DRC-ის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში;

გ) არ უნდა მიიღოს ამ საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტები, ხოლო მიღებული ელექტრონული ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა წაშალოს, და მიღებული დოკუმენტაცია დაუბრუნოს სამდივნოს.

 








უპირატესობები