9



9.1. მხარე, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხე მხარისათვის გარკვეული  უფლების შეზღუდვას,  იმ აქტივების შესანარჩუნებლად, რომლებიდანაც შესაძლოა აღსრულდეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, ვალდებულია გადაიხადოს საარბიტრაჟო ხარჯი ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

ადმინისტრაციული საზღაური ლარში

(დღგ–ს გარეშე)

– ნივთზე ყადაღის დადება, ან ნივთის გასხვისების, გაქირავების, გარდაქმნის, გაყოფის, გაერთიანების ან ნებისმიერი სხვა ფორმით სახის შეცვლის ან სამართლებრივი ბუნების შეცვლის შეზღუდვა.

100 ლარი - ერთ ნივთზე

 

200 ლარი - ორ ან მეტ ნივთზე

– საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, ან საბანკო ანგარიშებზე აქტიური ოპერაციების, კერძოდ, თანხის ანგარიშიდან გატანის, გადარიცხვის, კონვერტაციის უფლების შეზღუდვა გარკვეული თანხის ფარგლებში.

100 ლარი – ერთ კონკრეტულ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშებთან დაკავშირებით;

 

200 ლარი – ორ ან მეტ საბანკო დაწესებულებაში ანგარიშებთან დაკავშირებით.

 

9.2. DRC–ის სამდივნოს შეუძლია განსაზღვროს ადმინისტრაციული საზღაური უფრო მცირე ოდენობით, ვიდრე ეს გათვალისწინებულია ამ მუხლის 9.1. პუნქტში მოცემულ ცხრილში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

 








უპირატესობები