2



საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი)

(ცხრილი ეხება დებულების 33-ე მუხლის 33.1.-ე პუნქტის (1)-ლი და მე-(2) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დავებს)

 

1)    საარბიტრაჟო ხარჯი (ადმინისტრაციული საზღაური და არბიტრთა ჰონორარი) განისაზღვრება დავის ღირებულების 3,5% ოდენობით დღგ- ჩათვლით.  საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობაა 300 (სამასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო მაქსიმალური ოდენობაა 30,000 (ოცდაათი ათასი) ლარი დღგ-ს ჩათვლით. ამასთან, თუ:

ა)               თუ მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 590 (ხუთას ოთხმოცდაათი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.

ბ)      საარბიტრაჟო შეთანხმებით გათვალისწინებულია დავის განხილვა სამი არბიტრით ფორმირებული  ტრიბუნალის მიერ, საარბიტრაჟო ხარჯის მინიმალური ოდენობა შეადგენს 708 (შვიდას რვა) ლარს დღგ ჩათვლით და მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარს დღგ ჩათვლით.

 

გ) თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას  ზეპირი მოსმენით, მხარე, რომელიც შუამდგომლობს ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ, ვალდებულია გადაიხადოს დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული დამატებითი ხარჯი არ დაეკისრება საარბიტრაჟო განხილვის მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.

 

დ) თუ მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას  ზეპირი მოსმენით, მაგრამ არბიტრი მიზანშეწონილად ჩათვლის დავაზე ზეპირის მოსმენის დანიშვნას, მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ გაიზრდება.

 

2)    არბიტრის, ასევე საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის ჰონორარი განისაზღვრება საარბიტრაჟო ხარჯის 10%–ის ოდენობით (მოიცავს გადასახადებს), მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა (მოიცავს გადასახადებს), ხოლო  ამ ცხრილის 1-ლი პუნქტის ,,აქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარისა (მოიცავს გადასახადებს). ამასთან, იმ შემთხვევაში თუ  ტრიბუნალი დაკომპლექტდება სამი არბიტრით, თანაარბიტრის ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ჰონორარის 50%–ს (მოიცავს გადასახადებს), რომელიც არ შეიძლება იყოს 100 ლარზე ნაკლები (მოიცავს გადასახადებს).

3)    DRC-ის სამდივნოს შეუძლია ამ ცხრილის მე-2 მუხლით გათვალისწინებული არბიტრის ჰონორარი გაზარდოს საარბიტრაჟო ხარჯის 10%-დან 25%-მდე ოდენობით კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით.

 

4) თუ დადგინდება, რომ DRC–ს არა აქვს იურისდიქცია დავაზე ან დავა ცდება არბიტრაჟის კომპეტენციას და ამის საფუძველზე შეწყდება საარბიტრაჟო პროცესი, DRC გადახდილი ავანსიდან იტოვებს 100 ლარს და დარჩენილ თანხას უბრუნებს მხარეს, რომელმაც განახორციელა ამ მუხლით გათვალისწინებული ავანსის გადახდა.

 

5) თუ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის გარეშე  მხარეები მიმართავენ DRC–ის მორიგების  დამტკიცების შუამდგომლობით, მათ ასევე DRC-ის სამდივნოს უნდა წარუდგინონ საარბიტრაჟო მოსაკრებლის, კერძოდ მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 2%–ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც 50% შეადგენს  DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.

 

6) იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებლის მიღებამდე, ან საქმის საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის გადაცემამდე, DRC-ის ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება 90%–ით, ხოლო არბიტრებს არ წარმოეშობათ ჰონორარის მიღების უფლება.

 


7) თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მათ შორის, საარბიტრაჟო მოთხოვნის გახმობის საფუძველზე, საარბიტრაჟო მოსაკრებელი მცირდება 50%–ით. 

 

8)  იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის საფუძველია დავის მორიგებით დასრულება და ტრიბუნალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას, DRC-ის საარბიტრაჟო მოსაკრებელი მცირდება 50%–ით. 

 

9) ,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, ცხრილი #2-ის (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) მე-6 და მე-7, პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის შესაბამისი ნაწილი უბრუნდება მის შემომტანს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ამ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი, რომელიც რჩება DRC-ის, არ შეიძლება იყოს,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, ცხრილი #2-ის (1) პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე ნაკლები თანხა. 

 

10) საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემამდე, ან საქმეზე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მხარეები მიმართავენ DRC–ის მორიგების  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით გაფორმების შესახებ, მათ ასევე უნდა წარუდგინონ DRC-ის საარბიტრაჟო მოსაკრებლის,  მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 1%–ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც 50% შეადგენს  DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს. საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ უნდა იყოს 100 ლარზე ნაკლები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 








უპირატესობები