ცვლილებები დებულებაში



მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ,,დავების განმხილველი ცენტრი“

საარბიტრაჟო წარმოების წესები (დებულება)

 

ცვლილებები ,,დავების განმხილველი ცენტრის“ საარბიტრაჟო წარმოების წესების 2016 წლის 1 ივნისის რედაქციაში

 

 ,,,საარბიტრაჟო წარმოების წესებში“ (2016 წლის 1 ივნისიდან მოქმედი რედაქცია, გამოქვეყნებული იქნა საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 25 მაისს 2016 წ.)

 შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ცვლილებები ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვარს

 

მუხლი 1

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ მე-2 მუხლის 2.4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.4. DRC-ის დებულება არ გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმდებიან დავის განხილვაზე UNCITRAL-ის (გაეროს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის მიერ მიღებული UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წარმოების წესები) ან მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა წესების შესაბამისად.

 

მუხლი 2

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ მე-2 მუხლის 2.5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.5. მხარეთა მიერ შეთანხმებული, UNCITRAL-ის ან სხვა წესების მიხედვით საარბიტრაჟო დავის განხილვისას, DRC ასრულებს კომპეტენტური დაწესებულების ფუნქციას.“

 

მუხლი 3

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ მე-7 მუხლს დაემატოს 7.2.1 პუნქტი:

 „7.2.1 საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად წარადგინოს  არბიტრობის კანდიდატი, მისი საკონტაქტო მონაცემები, ან მოთხოვნა არბიტრის დანიშვნის შესახებ. არბიტრობის კანდიდატის დასახელებასთან ერთად, მხარე ვალდებულია წარადგინოს არბიტრობის კანდიდატის დეკლარაცია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ (DRC-ის მიერ დადგენილი ფორმით)“.

 

მუხლი 4

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ მე-8 მუხლს  დაემატოს 8.1.1 პუნქტი:

„8.1.1 საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია საარბიტრაჟო შესაგებელთან ერთად წარადგინოს  არბიტრობის კანდიდატი, მისი საკონტაქტო მონაცემები, ან მოთხოვნა არბიტრის დანიშვნის შესახებ. არბიტრობის კანდიდატის დასახელებასთან ერთად, მხარე ვალდებულია წარადგინოს არბიტრობის კანდიდატის დეკლარაცია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ (DRC-ის მიერ დადგენილი ფორმით)“.

 

მუხლი 5

დებულების 8.3 პუნქტში მითითებული ,,5.4 პუნქტი“ შეიცვალოს,, 5.5 პუნქტი“-თ;

 

მუხლი 6

დებულების 10.2 პუნქტის  ბოლო წინადადებაში - „შესაგებელი უნდა გააკეთოს", შეიცვლაოს „უნდა წარადგინოს";

 

მუხლი 7

დებულების 37.2 - პუნქტში სიტყვა „თხოვნა", შეიცვალოს  „შუამდგომლობით";

მუხლი 8

დებულების 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 39.4 პუნქტი;

39.3. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმალური შემოწმების დასრულება დასტურდება  DRC-ის სამდივნოს მიერ გადაწყვეტილების აკინძვით, ბეჭდის დასმით და ხელის მოწერით;

 

მუხლი 9

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) მე-6 მუხლის მე-10 პუნქტს  დაემატოს ,,6.101“ ქვეპუნქტი.

„6.10.1   ამ მუხლის 6.10 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯი არ უნდა იყოს 100 ლარზე ნაკლები“.

 

 

მუხლი 10

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) მე-8 მუხლის 8.1 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8.1.     იმ შემთხვევაში, როცა UNCITRAL–ის საარბიტრაჟო წესების თანახმად, ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა რომელიმე წესების შესაბამისად DRC-ს ირჩევენ, როგორც  დამნიშვნელ ორგანოს, განმცხადებელმა უნდა გადაიხადოს განცხადების რეგისტრაციის საფასური 2,500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. რეგისტრაციის საფასურის გადახდამდე დანიშვნის პროცედურები არ იწყება“.

 

მუხლი 11

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2-ს (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 8.5. მუხლი:

,,მუხლი 8.5. ამ მუხლის 8.1. და 8.4. პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს წევრები, რომლებიც მონაწილეობენ დანიშვნის პროცედურაში, მიიღებენ გადახდილი რეგისტრაციის საფასურის 50%-ს.

 

 მუხლი 12

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, ცხრილი #2-ის (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები.

,,გ“ თუ საარბიტრაჟო შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას  ზეპირი მოსმენით, მხარე, რომელიც შუამდგომლობს ზეპირი მოსმენის დანიშვნის შესახებ, ვალდებულია გადაიხადოს დამატებითი საარბიტრაჟო ხარჯი 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული დამატებითი ხარჯი არ დაეკისრება საარბიტრაჟო განხილვის მეორე მხარეს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გადაწყდება დავა.

,,დ“ თუ მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებს საარბიტრაჟო განხილვას  ზეპირი მოსმენით, მაგრამ არბიტრი მიზანშეწონილად ჩათვლის დავაზე ზეპირის მოსმენის დანიშვნას, მაშინ საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა არ გაიზრდება.

 

მუხლი 13

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2-ის, ცხრილი #2-ს (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) დაემატოს მე-4 , მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 პუნქტები.

 

პუნქტი (4)

თუ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის გარეშე  მხარეები მიმართავენ DRC–ის მორიგების  დამტკიცების შუამდგომლობით, მათ ასევე DRC-ის სამდივნოს უნდა წარუდგინონ საარბიტრაჟო მოსაკრებლის, კერძოდ მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 2%–ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც 50% შეადგენს  DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს.

პუნქტი (5)

იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებლის მიღებამდე, ან საქმის საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის გადაცემამდე, DRC-ის ადმინისტრაციული ხარჯი მცირდება 90%–ით, ხოლო არბიტრებს არ წარმოეშობათ ჰონორარის მიღების უფლება.


პუნქტი (6)

თუ საარბიტრაჟო განხილვა შეწყდება საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემის შემდეგ, მათ შორის, საარბიტრაჟო მოთხოვნის გახმობის საფუძველზე, საარბიტრაჟო მოსაკრებელი მცირდება 50%–ით.

 

პუნქტი (7)

იმ შემთხვევაში თუ საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის საფუძველია დავის მორიგებით დასრულება და ტრიბუნალი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას, DRC-ის საარბიტრაჟო მოსაკრებელი მცირდება 50%–ით.

 

პუნქტი (8)

,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, ცხრილი #2-ის (,,საარბიტრაჟო ხარჯი, ჰონორარი და პირობები“) მე-6 და მე-7, პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის შესაბამისი ნაწილი უბრუნდება მის შემომტანს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ. ამასთან, ამ პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებელი, რომელიც რჩება DRC-ის, არ შეიძლება იყოს,,საარბიტრაჟო წარმოების წესების“ დანართი #2, ცხრილი #2-ის (1) პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო მოსაკრებლის მინიმუმზე ნაკლები თანხა.

 

პუნქტი (9)

საარბიტრაჟო ტრიბუნალისათვის საქმის გადაცემამდე, ან საქმეზე საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მხარეები მიმართავენ DRC–ის მორიგების  საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ფორმით გაფორმების შესახებ, მათ ასევე უნდა წარუდგინონ DRC-ის საარბიტრაჟო მოსაკრებლის,  მორიგების საგნის (სადაო თანხა) ღირებულების 1%–ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საიდანაც 50% შეადგენს  DRC-ის ადმინისტრაციულ საზღაურს, ხოლო 50% შეადგენს არბიტრ(ებ)ის ჰონორარს. საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ უნდა იყოს 100 ლარზე ნაკლები.

 

 

 

 








უპირატესობები