7



7.1. მხარე, რომელსაც სურს დაიწყოს დავის საარბიტრაჟო განხილვა (შემდგომში - მოსარჩელე), საარბიტრაჟო სარჩელს გადასცემს DRC-ის სამდივნოს.

7.2. საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აღინიშნოს:

ა) მოსარჩელის, სხვა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ბ) დავის არსი და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნა;

გ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს;

დ) საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნ(ები)ა. თუ მოთხოვნ(ებ)ის კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ამ მოთხოვნ(ებ)ის მიახლოებითი ფულადი ღირებულება;

ე) მითითება საარბიტრაჟო შეთანხმების პირობების შესახებ, რომელსაც ეყრდნობა საარბიტრაჟო მოსარჩელე მისი მოთხოვნ(ებ)ის დაყენებისას, აგრეთვე იმ ხელშეკრულების ან სხვა დოკუმენტების ასლი, რომელშიც მოცემულია აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმება ან რომლიდანაც გამომდინარეობს საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნა;

ვ) რამდენიმე საარბიტრაჟო მოთხოვნის შემთხვევაში, მითითება, თუ რომელი საარბიტრაჟო შეთანხმებიდან გამომდინარეობს თითოეული მოთხოვნა;

ზ) დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის საარბიტრაჟო სარჩელს.

თ) საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელსაც ის ჩათვლის საჭიროდ ან რომელთაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ დავის ეფექტურად გადაწყვეტას.

 

7.2.1 საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად წარადგინოს არბიტრობის კანდიდატი, მისი საკონტაქტო მონაცემები, ან მოთხოვნა არბიტრის დანიშვნის შესახებ. არბიტრობის კანდიდატის დასახელებასთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია წარადგინოს არბიტრობის კანდიდატის დეკლარაცია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ (DRC-ის მიერ დადგენილი ფორმით)

7.3.    მოსარჩელემ საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენასთან ერთად უნდა გადაიხადოს საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციის საფასური.

7.4.    იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ არის სრულყოფილი, ან არ არის დაცული წესებით გათვალისწინებული მოთხოვნები, DRC–ს სამდივნოს შეუძლია განუსაზღვროს ვადა მოსარჩელეს სარჩელის სრულყოფისათვის, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, სამდივნოს შეუძლია უარი თქვას საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციაზე. უარი სარჩელის რეგისტრაციაზე არ ართმევს მოსარჩელეს უფლებას კვლავ დააყენოს იგივე მოთხოვნ(ებ)ა.

7.5.    თანდართულ დოკუმენტებთან ერთად სარჩელის სამდივნოსათვის ელექტრონული ფორმით გადაცემის შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია ამ დოკუმენტების ორიგინალი (ან დამოწმებული ასლი) წარუდგინოს DRC–ის სამდივნოს:

ა)     ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში; ან

ბ) DRC–ის სამდივნოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

7.6. DRC–ს სამდივნო, თუ ჩათვლის, რომ დაცულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, ახდენს საარბიტრაჟო სარჩელის რეგისტრაციას, რის შემდეგაც საარბიტრაჟო სარჩელს და მის დანართ(ებ)ს უგზავნის მოპასუხე(ებ)ს.

 








უპირატესობები