8



8.1. საარბიტრაჟო სარჩელის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში მოპასუხემ უნდა წარუდგინოს DRC–ის სამდივნოს შესაგებელი საარბიტრაჟო სარჩელზე (შემდგომში – შესაგებელი). შესაგებელში უნდა აღინიშნოს:

ა)  მოპასუხის და მისი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);

ბ)  მოსაზრება საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნასთან (მოთხოვნებთან) და იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც გამომდინარეობს დავა;

გ)  დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის  შესაგებელს.

მოპასუხეს შეუძლია შესაგებელთან ერთად DRC–ის სამდივნოს წარუდგინოს სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები იმ კონკრეტული ფაქტებისა და გარემოებების შესახებ, რომელზეც ამყარებს თავის შესაგებელს.

8.1.1 საარბიტრაჟო შეთანხმებით, ან დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მხარე უფლებამოსილია საარბიტრაჟო შესაგებელთან ერთად წარადგინოს  არბიტრობის კანდიდატი, მისი საკონტაქტო მონაცემები, ან მოთხოვნა არბიტრის დანიშვნის შესახებ. არბიტრობის კანდიდატის დასახელებასთან ერთად, მხარე ვალდებულია წარადგინოს არბიტრობის კანდიდატის დეკლარაცია დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ (DRC-ის მიერ დადგენილი ფორმით)“.

8.2. თუ საარბიტრაჟო მოპასუხე არ წარადგენს შესაგებელს საარბიტრაჟო სარჩელზე, არბიტრაჟი განაგრძობს საქმის განხილვას. შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სასარჩელო მოთხოვნის ცნობად.

8.3. მოპასუხემ შესაგებელი და მისი დანართი იმდენ ეგზემპლარად უნდა გადასცეს  DRC–ს სამდივნოს, როგორც ეს მითითებულია ამ დებულების 5 მუხლის 5.5 პუნქტში.

8.4. DRC–ის სამდივნოს, ხოლო თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ფორმირებულია - ტრიბუნალს, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია გაზარდოს შესაგებლის წარდგენის ვადა იმ პირობით, თუ ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობის წარდგენასთან ერთად მოხდება არბიტრობის კანდიდატის წარდგენა (დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში).

8.5. DRC–ის სამდივნო შესაგებელს უგზავნის ყველა სხვა მხარეს.

8.6. ნებისმიერი შემხვედრი საარბიტრაჟო სარჩელის მიმართ ვრცელდება დებულების 7 მუხლის მოთხოვნები.

8.7. მოსარჩელემ, შემხვედრი საარბიტრაჟო მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში, უნდა წარუდგინოს DRC–ის სამდივნოს შესაგებელი შემხვედრ საარბიტრაჟო სარჩელზე ამ მუხლის შესაბამისად. DRC–ის სამდივნოს, ხოლო თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალი ფორმირებულია - ტრიბუნალს, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შეუძლია გაუგრძელოს მოსარჩელეს შესაგებლის წარდგენის ვადა.

 








უპირატესობები