10



10.1.  მხარეს, რომელსაც სურს საარბიტრაჟო განხილვაში ჩართოს დამატებითი მხარე, დამატებითი მხარის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელით უნდა მიმართოს DRC–ის სამდივნოს დებულების მე–7 მუხლის შესაბამისად და გადაიხადოს სარჩელის რეგისტრაციის საფასური და საარბიტრაჟო მოსაკრებელი. დამატებითი მხარის მიმართ საარბიტრაჟო განხილვა ითვლება დაწყებულად სამდივნოს მიერ სარჩელის მიღების დღიდან  და მასზე სრულად ვრცელდება დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნები. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირების შემდეგ საარბიტრაჟო განხილვაში დამატებითი მხარის ჩართვა არ დაიშვება, თუ საარბიტრაჟო განხილვის ყველა მხარე, მათ შორის დამატებითი მხარე, სხვა რამეზე არ შეთანხმებიან. DRC-ის სამდივნოს შეუძლია მხარეებს განუსაზღვროს ვადა დამატებითი მხარის განხილვაში ჩართვის შესახებ სარჩელის წარდგენისათვის.

10.2.  საარბიტრაჟო განხილვაში დამატებითი მხარის ჩართვისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: I. დამატებით მხარესთან საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობა; II. საარბიტრაჟო ტრიბუნალის ფორმირება არ უნდა იყო დასრულებული. ამ წინაპირობების  არსებობის შემთხვევაში, DRC–ის სამდივნო მიღებულ სარჩელს დამატებითი მხარის წინააღმდეგ  უგზავნის ყველა სხვა მხარეს და ასევე, დამატებით მხარეს. დამატებითმა მხარემ შესაგებელი უნდა წარადგინოს ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად.

10.3.  დამატებით მხარეს შეუძლია წარადგინოს საარბიტრაჟო სარჩელი საარბიტრაჟო განხილვის ნებისმიერი მხარის წინააღმდეგ.

 








უპირატესობები