12



12.1. მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, DRC–ის სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ორი ან მეტი საარბიტრაჟო სარჩელის ერთ საარბიტრაჟო საქმეში გაერთიანების შესახებ, როცა:

ა) მხარეები შეთანხმდნენ საარბიტრაჟო საქმეთა გაერთიანების შესახებ,

ბ) ყველა მოთხოვნა ერთი და იმავე საარბიტრაჟო შეთანხმებას ეფუძნება,

გ) საარბიტრაჟო მოთხოვნები სხვადასხვა საარბიტრაჟო შეთანხმებას ეფუძნება, მაგრამ საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს ერთი და იმავე მხარეებს შორის,

დ) დავა წარმოშობილია ერთი და იმავე სამართლებრივი ურთიერთობიდან და DRC–ის სასამართლო ჩათვლის, რომ საარბიტრაჟო შეთანხმებები თავსებადია.

12.2. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას DRC–ის სასამართლომ შესაძლებელია მხედველობაში მიიღოს ნებისმიერი გარემოება, რომელსაც ის ჩათვლის საქმესთან კავშირში, მათ შორის თუ რა ეტაპზეა საარბიტრაჟო განხილვა, დანიშნულია თუ არა ტრიბუნალი და ა.შ.

12.3. საარბიტრაჟო საქმეების გაერთიანებისას, ისინი ერთიანდებიან იმ საარბიტრაჟო საქმეში, რომელიც უფრო ადრე დაიწყო, თუ ყველა მხარე სხვა რამეზე არ შეთანხმდა.

 








უპირატესობები