16



16.1. არბიტრთა დანიშვნის ან დამტკიცების საკითხის გადაწყვეტისას DRC–ის სასამართლო ითვალისწინებს დავის ხასიათს, საარბიტრაჟო განხილვის ადგილს, ენას და გამოსაყენებელ სამართალს. არბიტრობის კანდიდატის რეზიდენტობას, მის საცხოვრებელ ადგილს და სხვა შესაძლო კავშირებს იმ ქვეყნებთან, რომლის რეზიდენტებიც არიან მხარეები ან სხვა არბიტრები, ასევე, აქვს თუ არა არბიტრობის კანდიდატს სათანადო დრო და შესაძლებლობა განიხილოს დავა DRC–ის წესების შესაბამისად. იგივე წესი გამოიყენება მაშინაც, როდესაც სამდივნოს ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას არბიტრად დამტკიცების შესახებ ამ მუხლის 16.2. პუნქტის შესაბამისად.

16.2. სამდივნოს ხელმძღვანელი ამტკიცებს მხარეების მიერ შემოთავაზებულ კანდიდატს. იმ შემთხვევაში, თუ სამდივნოს ხელმძღვანელი ჩათვლის, რომ არბიტრობის კანდიდატი არ უნდა იქნას დამტკიცებული, საკითხი განსახილველად გადაეცემა DRC–ის სასამართლოს.

16.3. არბიტრობის კანდიდატის დანიშვნა ან დამტკიცება ხდება დებულების დანართ #2–ში (საარბიტრაჟო ტრიბუნალის ჰონორარი, ხარჯები, პირობები) მითითებული პირობებით.

16.4. DRC–ის სასამართლოს მიერ ერთპიროვნული არბიტრის ან ტრიბუნალის თავმჯდომარის დებულების მე–15 მუხლის შესაბამისად დანიშვნის შემთხვევაში, თუ გაცხადებული საარბიტრაჟო მოთხოვნის ჯამი აღემატება 2,000,000 ( ორი მილიონი) ლარს, დანიშვნა ხდება შემდეგი პროცედურების გათვალისწინებით:

ა) DRC–ის სამდივნო მხარეებს აწვდის სიას არბიტრობის 3 კანდიდატის მითითებით და თითოეული კანდიდატის განცხადებას, რომ მას აქვს სათანადო დრო საარბიტრაჟო დავის განხილვისათვის, არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი;

ბ) საარბიტრაჟო განხილვის თითოეულმა მხარემ ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს DRC–ს თავისი მოსაზრება წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით შემდეგი წესის დაცვით: 1) სიაში უნდა გამორიცხოს 1 კანდიდატი, რომლის დანიშვნის წინააღმდეგიცაა; და 2) სიაში დარჩენილ თითოეულ კანდიდატს უნდა მიანიჭოს   ორი ან ერთი ქულა იმის მიხედვით თუ ვის ანიჭებს უპირატესობას (არ შეიძლება ერთი დაიგივე ქულის მინიჭება კანდიდატისათვის). თუ მხარე (მხარეები) არ წარადგენს თავის პოზიციას ამ პუნქტით გათვალისწინებული წესით, ჩაითვლება, რომ მან არბიტრობის თითოეულ კანდიდატს მიანიჭა ერთი ქულა; 

გ)  მიღებული ინფორმაციის საფუძველზე DRC–ის სასამართლო ერთპიროვნულ არბიტრად ან ტრიბუნალის თავმჯდომარედ ნიშნავს იმ კანდიდატს, რომელსაც მხარეებისაგან მიღებული შეფასების გათვალისწინებით აქვს ყველაზე მაღალი ჯამური ქულა;

დ) კანდიდატებისათვის თანაბარი ქულების მინიჭების შემთხვევაში, DRC-ის სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ ნიშნავს არბიტრს ან ტრიბუნალის თავმჯდომარეს, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს;

ე) იმ შემთხვევაში თუ ამ მუხლის 16.4 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად არბიტრის ან საარბიტრაჟო ტრიბუნალის თავმჯდომარის დანიშვნა არ განხორციელდება, დანიშვნას განახორციელებს DRC–ის სასამართლო თავისი შეხედულებისამებრ.








უპირატესობები