18



18.1.          არბიტრი შეიცვლება, თუ:

ა)    არბიტრი გარდაიცვალა;

ბ)   არბიტრის მიმართ დაყენებული აცილების მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

გ)   DRC–ის სასამართლო დათანხმდა არბიტრის ნებაყოფლობით გადადგომას;

დ) DRC–ის სასამართლო თავისი ინიციატივით, ან სამდივნოს ან მხარის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვეტს, რომ არბიტრი ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციების შესრულებაში, ან არბიტრი არ ასრულებს თავის ფუნქციებს.

ე)   არბიტრი დაინიშნა ან არჩეულ იქნა თანამდებობაზე, რომელთანაც არბიტრის ფუნქციის შესრულება წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს.

18.2.          ამ მუხლის 18.1. პუნქტის ც) და დ) ქვეპუნქტების საფუძველზე არბიტრის შეცვლის საკითხზე DRC–ის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს არბიტრ(ებ)ის და მხარეების მოსაზრებების გათვალისწინებით.

18.3.          შეცვლილი არბიტრის ნაცვლად არბიტრის დანიშვნას განახორციელებს DRC-ის სასამართლო. 

18.4.          თუ საარბიტრაჟო მოსმენის დასრულების და მხარეებისაგან საქმესთან დაკავშირებით ბოლო მოსაზრებების მიღების შემდეგ წარმოიშვება საკითხი არბიტრის შეცვლის შესახებ  ტრიბუნალის ერთ–ერთი არბიტრის გარდაცვალების, ან არბიტრის უფლებამოსილების ამ მუხლის 18.1. პუნქტით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით შეწყვეტის გამო,  სასამართლოს, თუ ის ჩათვლის მიზანშეწონილად, შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არბიტრის შეცვლის ნაცვლად დარჩენილმა არბიტრებმა გააგრძელონ საარბიტრაჟო განხილვა და მიიღონ გადაწყვეტილება. DRC–ის სასამართლომ საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაითვალისწინოს არბიტრების და საარბიტრაჟო განხილვის მხარეების მოსაზრებები და საქმესთან დაკავშირებული სხვა გარემოებები.








უპირატესობები