19



19.1.  ტრიბუნალმა უნდა უზრუნველყოს საარბიტრაჟო განხილვის სწრაფი და ნაკლები დანახარჯებით წარმართვა.

19.2.  საარბიტრაჟო განხილვისას  ტრიბუნალი პირველ რიგში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, ხოლო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც არ არის მოწესრიგებული დებულებით, – ნებისმიერი წესებით, რომელიც შეათანხმეს მხარეებმა, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, – იმ წესებით, რომელიც დადგენილი იქნება ტრიბუნალის მიერ.

19.3.  საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურად წარმართვის მიზნით,  ტრიბუნალმა თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება დაადგინოს პროცედურული ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარეთათვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემას დაიცვან საკუთარი ინტერესები და წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები. პროცედურული ზომების დადგენამდე  ტრიბუნალი მართავს კონსულტაციებს მხარეებთან.

19.4.  საარბიტრაჟო განხილვის დაწყების დღედ ითვლება DRC–ის სამდივნოს მიერ სარჩელის მიღების (რეგისტრაციის) დღე.

19.5.  საარბიტრაჟო განხილვის საწყის სტადიაზე და მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ,   ტრიბუნალს შეუძლია მოამზადოს საარბიტრაჟო განხილვის პროცედურული განრიგი.

19.6.  მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ტრიბუნალს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო განხილვის ან საარბიტრაჟო განხილვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით და მიიღოს  ზომები კომერციული საიდუმლოების და ინფორმაციის დაცვის მიზნით.

19.7.  მხარეს, რომელსაც სურს საარბიტრაჟო განხილვის პროცესში ინფორმაციის ან დოკუმენტების მიწოდება  ტრიბუნალისა და საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის, ეს ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა გადასცეს DRC-ის სამდივნოს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ დოკუმენტებისა და ინფორმაციის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებისა და  ტრიბუნალისათვის მიწოდებას.

19.8.  მხარე შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ნებისმიერი პირით. წარმომადგენლის სახელი, ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი მხარემ უნდა მიაწოდოს სამდივნოს, რომელიც ამ ინფორმაციას უგზავნის საარბიტრაჟო განხილვის სხვა მხარეებს და არბიტრებს. DRC-ს ან ტრიბუნალს შეუძლია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მხარეს წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურება.

19.9.  მხარეები ვალდებულნი არიან შეასრულონ  ტრიბუნალის მიერ მიღებული  გადაწყვეტილება.

 

 








უპირატესობები