20



20.1.  საარბიტრაჟო განხილვის ადგილია თბილისი, თუ მხარეები საარბიტრაჟო განხილვის სხვა ადგილზე არ შეთანხმდებიან.

20.2.  საარბიტრაჟო სხდომები, როგორც წესი, იმართება DRC–ის ადგილსამყოფელის მიხედვით. ამასთან,  ტრიბუნალს, მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, შეუძლია მხარეთა ზეპირი მოსმენა და სხვა შეხვედრები გამართოს სხვა ადგილას.

20.3.  ტრიბუნალს შეუძლია სამუშაო თათბირი გამართოს ნებისმიერ ადგილას.

20.4.  ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერი მიზნებისათვის მიიჩნევა, რომ საარბიტრაჟო განხილვა მიმდინარეობს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღება 20.1. პუნქტით განსაზღვრულ საარბიტრაჟო განხილვის ადგილზე.

 








უპირატესობები