29



29.1. მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ ტრიბუნალს შეუძლია დანიშნოს ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი კონკრეტულ საკითხ(ებ)ზე წერილობითი დასკვნის მისაღებად. ექსპერტის დანიშვნის შესახებ ტრიბუნალის გადაწყვეტილების ასლი გადაეცემათ მხარეებს.

29.2. დანიშვნის საკითხის გადაწყვეტამდე, ექსპერტმა როგორც წესი, არბიტრაჟს და მხარეებს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მისი კვალიფიკაციის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. ტრიბუნალის მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებმა არბიტრაჟს უნდა შეატყობინონ, აყენებენ თუ არა ექსპერტის აცილების საკითხს მისი კვალიფიკაციის, მიუკერძოებლობის ან დამოუკიდებლობის მიმართ დასაბუთებული პრეტენზიის გამო. ტრიბუნალი განიხილავს მხარეთა განცხადებებს და იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტის აცილებასთან დაკავშირებით. ექსპერტის დანიშვნის შემდეგ, მისი აცილების საკითხის დაყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აცილების საფუძველი მხარისათვის ცნობილი გახდა პირის ექსპერტად დანიშვნის შემდეგ.

29.3. მხარე ვალდებულია ექსპერტის მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდოს მას დავასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ნივთი გაცნობის მიზნით. ნებისმიერი უთანხმოება ექსპერტსა და მხარეს შორის, ან მხარეთა შორის ექსპერტისათვის ინფორმაციის, დოკუმენტების ან ნივთის გადაცემასთან დაკავშირებით გადაწყდება ტრიბუნალის მიერ.

29.4. ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ, დასკვნის ასლი მიეწოდებათ მხარეებს, რათა მათ მიეცეთ საშუალება წერილობითი ფორმით გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით. მხარეს უფლება აქვს გაეცნოს იმ დოკუმენტ(ებ)ს, რომელზეც მითითებულია დასკვნაში.

29.5. მხარის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია ექსპერტის მოწვევა ზეპირი მოსმენის სხდომაზე, რათა მხარეებს მიეცეთ ექსპერტისათვის კითხვების დასმის საშუალება. მხარე(ებ)ს უფლება აქვს(თ) წარადგინოს(ნ) სპეციალისტი სადაო საკითხზე განმარტების მისაცემად. ამ პროცედურის მიმართ გამოიყენება დებულების 28–ე მუხლი.

 








უპირატესობები