38.1. ნებისმიერი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შედგენილი უნდა იქნას წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, რომელზეც საარბიტრაჟო ტრიბუნალი ამყარებს თავის გადაწყვეტილებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ უნდა იყოს დასაბუთებული.
38.2. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს ტრიბუნალმა, მითითებული უნდა იყოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღების თარიღი და არბიტრაჟის ადგილი.
38.3. საქმის რამდენიმე არბიტრისაგან შემდგარი ტრიბუნალის მიერ განხილვისას გადაწყვეტილებას, ხელი უნდა მოაწეროს არბიტრების უმრავლესობამ. თუ არბიტრი უარს აცხადებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ხელმოწერაზე ან/და განსხვავებული აზრი აქვს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი.