39.1. ტრიბუნალი ვალდებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილების პროექტი, მასზე ხელმოწერმდე, გადასცეს DRC–ის სამდივნოს.
39.2. DRC-ის სასამართლოს შეუძლია საარბიტრაჟო ტრიბუნალს შესთავაზოს ცვლილებების შეტანა გადაწყვეტილების პროექტში, ტრიბუნალის გადაწყვეტილების თავისუფლების პრინციპის დარღვევის გარეშე, ტრიბუნალს ყურადღება გაამახვილებინოს გადაწყვეტილების არსებით ნაწილში აღმოჩენილ ფორმალური ხასიათის ხარვეზებზე ან/და შეცდომებზე.
39.3. ტრიბუნალი ვალდებულია არ მოაწეროს ხელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას, DRC–ის სასამართლოს მიერ მისი ფორმალური შემოწმების დასრულებამდე.