44.1. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, მხარეს უფლება აქვს მიმართოს DRC-ის სამდივნოს განცხადებით და ტრიბუნალისაგან მოითხოვოს დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღება იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც განცხადებული იყო საარბიტრაჟო განხილვის პროცესში, მაგრამ არ იქნა ასახული გადაწყვეტილებაში. DRC–ის სამდივნო მიღებულ განცხადებას უგზავნის ტრიბუნალს და საარბიტრაჟო დავის სხვა მხარეებს, რომელთაც შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინონ შესაბამისი განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
44.2. ტრიბუნალმა, თუ იგი მხარის მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, სხვა მხარეთა მოსაზრებების მიღების ან ამ მოსაზრებების წარმოდგენისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს განცხადების მიღებიდან 30 დღისა, უნდა მიიღოს დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება.
44.3. DRC–ის სამდივნოს, თავისი ინიციატივით ან ტრიბუნალის მომართვის საფუძველზე შეუძლია გააგრძელოს ამ მუხლის 44.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადა არა უმეტეს 30 დღით.
44.4. დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შემადგენელი ნაწილია და მის მიმართ ვრცელდება დებულების 38–41 მუხლები.