1.1. ,,დავების განმხილველი ცენტრი“-ს (შემდგომში – DRC) სასამართლოს იღებს გადაწყვეტილებას DRC–ის საქმის წარმოების წესებით (შემდგომში – დებულება) გათვალისწინებულ საკითხებზე.
1.2. DRC–ის სასამართლოს კომპეტენციაში შედის:
ა) DRC–ის არბიტრთა სიის დამტკიცება;
ბ) საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შექმნილი პრაქტიკის გამოქვეყნება;
გ) სპეციფიკური საქმეების საარბიტრაჟო განხილვის მეთოდიკის, სახელმძღვანელო წესების შედგენა;
დ) სასამართლოს წევრთა კანდიდატების შერჩევა და დირექტორთა საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა;
ე) დებულებაში ცვლილებათა პროექტების მომზადება;
ვ) დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში ცალკეული საკითხების გადაწყვეტა;
ზ) DRC–ის სამდივნოს ხელმძღვანელის (შემდგომში – გენერალური მდივანი) ანგარიშის მოსმენა საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირების, მათ შორის სამდივნოს მუშაობის საკითხებზე;
თ) გენერალური მდივნისათვის სარეკომენდაციო ხასიათის რჩევების მიცემა საქმეების სწორი და ეფექტური ადმინისტრირების უზრუნველყოფის მიზნით;
ი) UNCITRAL–ის საარბიტრაჟო რეგლამენტის, ან სხვა წესების, ან FIDIC-ის ხელშეკრულების შესაბამისად კომპეტენტური ორგანოსათვის მინიჭებული ფუნქციების შესრულება.