33



ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ინიციატორი მხარე „საქმის წარმოების სისტემაში“ წარადგენს სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს PDF ფაილების სახით.

335.2. საარბიტრაჟო სარჩელში უნდა აღინიშნოს:

ა) მოსარჩელის, სხვა მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელები და საკონტაქტო ინფორმაცია (მათ შორის - მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი).

ბ)  დავის არსი და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთაგან გამომდინარეობს მოთხოვნა;

გ)  მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს;

დ)  საარბიტრაჟო მოსარჩელის მოთხოვნ(ები)ა. თუ მოთხოვნ(ებ)ის კონკრეტული თანხით გამოხატვა შეუძლებელია, ამ მოთხოვნ(ებ)ის მიახლოებითი ფულადი ღირებულება;

ე)  რამდენიმე საარბიტრაჟო მოთხოვნის შემთხვევაში, მითითება, თუ რომელი საარბიტრაჟო შეთანხმებიდან გამომდინარეობს თითოეული მოთხოვნა;

ვ)  დოკუმენტების ნუსხა, რომელიც ერთვის საარბიტრაჟო სარჩელს.

ზ) საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები, რომელთაც თავად მიიჩნევს საჭიროდ ან რომელთაც შეუძლია ხელი შეუწყოს დავის ეფექტურად გადაწყვეტას.

335.3. საარბიტრაჟო სარჩელთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს:

ა) საარბიტრაჟო შეთანხმება, სადაც განსაზღვრული იქნება დავის ონლაინ განხილვა;

ბ) საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში);

დ) დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები, რომლზედაც მოსარჩელე აფუძნებს მოთხოვნას მოპასუხის მიმართ.

335.4. DRC-ის სამდივნო ამოწმებს სარჩელის წარდგენისათვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდას, რის შემდეგ ,,საქმის წარმოების სისტემაში“ ააქტიურებს ონლაინ საარბიტრაჟო საქმის რეგისტრაციას და ,,საქმის წარმოების სისტემა“ საქმეს რეგისტრაციასთან ერთად ანიჭებს 10 - ნიშნა პერსონალურ კოდს. DRC,ის სასამართლოს თავმჯდომარე საქმის რეგისტრაციის დღიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში იღებს დადგენილებას ონლაინ საარბიტრაჟო საქმის წარმოებაში მიღების შესახებ, უთითებს, რომ დავა განიხილება ონლაინ, უთითებს დანიშნული არბიტრის რეკვიზიტებს, საქმისათვის მინიჭებულ 10- ნიშნა კოდს და აგზავნის საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ და/ან მოსარჩელის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე, რაც განიხილება საარბიტრაჟო განხილვის მხარეებისათვის გზავნილის სათანადო წესით მიწოდებად.

335.5. იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელი არ აკმაყოფილებს დებულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, DRC სამდივნო ადგენს ხარვეზს და არ ანიჭებს საქმის წარმოების სარეგისტრაციო კოდს, ხარვეზის აღმოიფხვრამდე. თუ სარჩელის წარდგენასთან დაკავშირებით დადგენილი ხარვეზი არ გასწორება 30 დღის ვადაში, DRC-ის სამდივნო უარს ეტყვის მხარეს საქმის მიღებასა და რეგისტრაციაზე, ხოლო მხარეს დაუბრუნდება გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 90%. აღნიშნული მხარეს ხელს არ უშლის, თავიდან წარადგინოს სარჩელი.








უპირატესობები