DRC-ის ონლაინ არბიტრაჟის ახალი პროექტი



საქართველოში პირველად!

„დავების განმხილველი ცენტრის“ მიერ ინოვაციური - ონლაინ არბიტრაჟის პროექტი განხორციელდა!

ძალაში შევიდა DRC-ის მიერ ინიცირებული „ონლაინ არბიტრაჟის წესები“, რომლის შესაბამისად DRC განახორციელებს საარბიტრაჟო დავების ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ადმინისტრირებას.

DRC-ის მიერ შემუშავებული ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის ელექტრონული სისტემა წარმოადგენს საშუალებას მხარეებისათვის თავიანთი კომფორტული საოფისე გარემოს დატოვების გარეშე მიიღონ მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვაში.

მხარეებმა, რომელთაც სურთ გამოიყენონ DRC-ის ონლაინ არბიტრაჟი, წინასწარ, საარბიტრაჟო შეთანხმებით, უნდა გაითვალისწინონ, რომ ნებისმიერი დავა, წარმოშობილი ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულების ან/და საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, უნდა გადაეცეს მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შპს „დავების განმხილველ ცენტრს“, რომელიც დავას განიხილავს ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის წესით.

მხარეებმა შეთანხმებაში ასევე უნდა მიუთითონ თავიანთი ელექტრონული ფოსტა და სკაიპის მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც გამოყენებული იქნება ონლაინ საარბიტრაჟო განხილვის მიზნებისათვის.








უპირატესობები