DRC & GIA კურსი წარმატებით დასრულდა



 

საქართველოს სადაზღვევო ასოციაციისა და  დავების განმხილველი ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი „სადაზღვევო დავების არბიტრაჟის  წესით განხილვის სპეციფიკა“, წარმატებით დასრულდა!

 

სადაზღვევო სამართლისა და საარბიტრაჟო სამართლის თეორიულ-პრაქტიკული კურსით  ბევრი წარმატებული იურისტი დაინტერესდა. ტრენინგი ძალიან აქტიურად, მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ინტერესით წარიმართა,  ამასთან, მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგის განმავლობაში მათთვის მიწოდებული პრაქტიკული დავალებების შესრულებაში, რაც ასევე მოიცავდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მომზადებას იმიტირებულ სადაზღვევო საარბიტრაჟო საქმეზე.

 

ტრენინგის დასასრულს DRC-ის გენერალურმა დირექტორმა, ქალბატონმა მაკა ნაჭყებიამ და სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის დაზღვევის მედიაციის მთავარმა მედიატორმა ბატონმა არჩილ ცერცვაძემ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

 

გაცემული სერტიფიკატის საფუძველზე, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ DRC-ის სასამართლოს სადაზღვევო დავის განმხილველ არბიტრთა სიაში შესვლის განაცხადით.

 

დღის ბოლოს, DRC -იმ, ტრენინგის მონაწილეებს ფურშეტზე უმასპინძლა.

 

 

 

 








უპირატესობები