მუდმივმოქმედი არბიტრაჟი ,,დავების განმხილველი ცენტრი“ გახდა პირველი ქართული საარბიტრაჟო დაწესებულება რომელმაც დაუჭირა მხარი და მოაწერა ხელი ,,საერთაშორისო არბიტრაჟში პროცესის ეფექტური ორგანიზების წესებს (პრაღის წესები)“ (იხ. პრაღის წესების მხარდამჭერი ორგანიზაციები ვებგვერდზე http://praguerules.com/supporters/organisations/ ).
ეს წესები მიზნად ისახავს წაახალისოს საარბიტრაჟო პროცესის ორგანიზებასა და მართვაში არბიტრ(ებ)ის მეტი აქტიურობა და ამით მიაღწიოს საარბიტრაჟო განხილვის ეფექტურობის გაზრდას.
მხარეებს და არბიტრებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება გამოიყენონ პრაღის წესები როგორც მთელი საარბიტრაჟო პროცესის ასევე მისი ცალკეული ნაწილისათვის.
პრაღის წესებზე ხელმოწერა გაიმართა 2018 წლის 14 დეკემბერს პრაღაში Martinický palác. ,,დავების განმხილველი ცენტრიდან“ პრაღის წესებზე ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო გენერალურმა დირექტორმა მაკა ნაჭყებიამ.
პრაღის წესების ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერზე http://praguerules.com.