9



9.1. თუ მხარე, რომელსაც წაეყენა საარბიტრაჟო მოთხოვნა, არ წარადგენს შესაგებელს, ან დააყენებს ერთ ან რამდენიმე პრეტენზიას საარბიტრაჟო შეთანხმების არსებობის, ნამდვილობის ან საარბიტრაჟო შეთანხმების შინაარსის შესახებ, ან აყენებს საკითხს ერთ საარბიტრაჟო განხილვაში ყველა მოთხოვნის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება და გადაწყვეტილებას იღებს ტრიბუნალი. გარდა იმ შემთხვევისა, როცა ტრიბუნალი არ არის დაკომპლექტებული და სამდივნო ამ საკითხებს გადასაწყვეტად გადასცემს DRC–ის სასამართლოს ამ მუხლის 9.2. პუნქტის შესაბამისად.

9.2. DRC–ის სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა DRC–ის იურისდიქციის არარსებობა.

9.3. იმ შემთვევაში, თუ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ამ მუხლის 9.2. პუნქტის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვის შეწყვეტის თაობაზე რომელიმე საარბიტრაჟო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასეთი გადაწყვეტილება არ ართმევს მხარეს უფლებას, საარბიტრაჟო პროცესის შეწყვეტის საფუძვლად არსებული გარემოებების აღმოფხვრის შემთხვევაში, თავიდან დააყენოს იგივე საარბიტრაჟო მოთხოვნა.

9.4. თუ სათანადოდ ინფორმირებული მხარე საარბიტრაჟო განხილვაში არ მიიღებს მონაწილეობას ან უარს ამბობს მონაწილეობის მიღებაზე, საარბიტრაჟო განხილვა გაგრძელდება, მიუხედავად ამგვარი უარისა ან მონაწილეობის მიუღებლობისა.

9.5. არბიტრაჟს უნარჩუნდება კომპეტენცია განიხილოს დავა იმ შემთვევაშიც, თუ გაცხადებული იქნება, რომ ხელშეკრულება არ არსებობს ან ბათილია, იმ პირობით, რომ ტრიბუნალი მხარეთა საარბიტრაჟო შეთანხმებას ჩათვლის ნამდვილად.

9.6. არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ პრეტენზია შეიძლება გაკეთდეს შესაგებელთან ერთად ან შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში მისი წარდგენისათვის განსაზღვრულ ვადაში.

9.7. განცხადება ტრიბუნალის კომპეტენციის გადაჭარბების შესახებ უნდა გაკეთდეს მხარის მიერ შესაბამის გარემოებებზე ინფორმაციის მიღებიდან 7 დღის ვადაში.

9.8. განცხადება არბიტრაჟის კომპეტენციის შესახებ შესაძლებელია გაკეთდეს ამ მუხლის 9.6. და 9.7. პუნქტებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგაც, თუ აღნიშნული ვადის გასვლას არბიტრაჟი საპატიოდ მიიჩნევს.








უპირატესობები