17.1. მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს არბიტრის აცილება თუ მიიჩნევს, რომ ის არ არის დამოუკიდებელი ან/და მიუკერძოებელი, ან რაიმე სხვა საფუძვლით (მათ შორის თუ არბიტრი არ შეესაბამება მხარეთა შეთანხმებულ კვალიფიკაციას; ან არბიტრი ფაქტობრივად ან იურიდიულად შეზღუდულია თავისი ფუნქციის შესრულებაში; ან არბიტრი არ ავლენს სათანადო ყურადღებას დავის სწრაფი და ნაკლები დანახარჯებით განხილვისათვის), DRC–ის სამდივნოსათვის არბიტრის აცილების შესახებ წერილობითი მიმართვით.
17.2. წესების 17.1 პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე გარემოების არსებობისას მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით DRC-ის სადვინოს შეუძლია მიმართოს DRC-ის სასამართლოს არბიტრის აცილების შუამდგომლობით.
17.3. მხარეს, მის მიერ წარდგენილი კანდიდატურის აცილების მოთხოვნის უფლება გააჩნია იმ შემთხვევაში თუ აცილების საფუძველი მისთვის ცნობილი გახდა არბიტრის დანიშვნის შემდეგ.
17.4. მხარე კარგავს არბიტრის აცილების უფლებას თუ მან აცილების შესახებ განცხადებით არ მიმართა DRC–ის სამდივნოს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა აცილების საფუძვლების შესახებ.
17.5. სამდივნო არბიტრის აცილების შესახებ მხარის განაცხადს უგზავნის სხვა მხარე(ებ)ს და ტრიბუნალის წევრებს და მათ აქვთ საშუალება 15 (თხუთმეტი) დღის ვადაში წარადგინონ წერილობითი მოსაზრებები. სამდივნოს შეუძლია დაადგინოს განსხვავებული ვადა წერილობითი მოსაზრებების წარდგენისათვის.
17.6. თუ არბიტრი, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, არ გადადგა მისი აცილების საკითხის დაყენებიდან 15 დღის ვადაში და თუ მეორე მხარე არ დაეთანხმა აცილებას ამ მუხლის 17.4. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ამ ვადის ამოწურვიდან 15 დღის ვადაში არბიტრის აცილების შესახებ საკითხს გადაწყვეტს DRC–ის სასამართლო.
17.7. თუ არბიტრი მოახდენს თვითაცილებას, ან თუ მეორე მხარე დაეთანხმება არბიტრის აცილებას, არბიტრი ჩაითვლება აცილებულად.