პროცესი



DRC საარბიტრაჟო პროცესის ეტაპები

DRC არბიტრაჟი გთავაზობთ არბიტრაჟის მოქნილ პროცესს, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ტრადიციულ,
პირისპირ ფორმატში. ეს შესაძლებლობა უზრუნველყოფს მომხმარებლების კომფორტსა და პროცესის ეფექტურობას.


1. საჩივრის წარდგენა


ონლაინ

  • მომხმარებელი რეგისტრირდება DRC-ის პლატფორმაზე და ავსებს საჩივრის ფორმას, სადაც:
    • აღწერს დავის არსს
    • ატვირთავს საჭირო დოკუმენტებს
    • განსაზღვრავს მოთხოვნებს
  • ავტომატური შეტყობინებები რეგისტრაციის დასრულებისთანავე

ტრადიციული

  • მოსარჩელე პირადად წარადგენს საჩივარს DRC-ის ოფისში
  • დოკუმენტები წარდგენილია ბეჭდური ფორმატით

2. მხარეების შეტყობინება


ონლაინ

  • პლატფორმა ავტომატურად აგზავნის შეტყობინებას მოპასუხე მხარისთვის ელფოსტით
  • შეტყობინების სტატუსის მონიტორინგი ("გაგზავნილია")

ტრადიციული

  • შეტყობინება გადაიცემა ფოსტით ან პირადი შეტყობინების საშუალებით
  • შეტყობინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი ინახება DRC-ის არქივში

3. ტრიბუნალის დანიშვნა


ონლაინ

  • მხარეები ირჩევენ არბიტრებს პლატფორმაზე ხელმისაწვდომი სიიდან
  • მხარეებს აქვთ საშუალება წარმოადგინონ არბიტრი მათი შეხედულებისამებრ არა DRC სიიდან
  • არბიტრების დანიშვნის პროცედურა

ტრადიციული

  • მხარეები ირჩევენ არბიტრებს პლატფორმაზე ხელმისაწვდომი სიიდან
  • მხარეებს აქვთ საშუალება წარმოადგინონ არბიტრი მათი შეხედულებისამებრ არა DRC სიიდან
  • არბიტრების დანიშვნის პროცედურა

4. დოკუმენტაციის შეგროვება


ონლაინ

  • მხარეები პლატფორმაზე ატვირთავენ და აზიარებენ მტკიცებულებებს
  • დოკუმენტაციის არქივი ინახება პლატფორმაზე უსაფრთხო გარემოში

ტრადიციული

  • დოკუმენტები პირადად გადაეცემა DRC-ის წარმომადგენლებს
  • ფიზიკური დოკუმენტები ინახება ოფისის არქივში

5. მხარეების მოსმენა


ონლაინ

  • ვიდეოკონფერენციის მეშვეობით მხარეები წარმოადგენენ თავიანთ არგუმენტებს და მტკიცებულებებს
  • შესაძლებელია ეკრანის გაზიარება და ჩანაწერის შექმნა, დაარქივება და სარჩელზე ატვირთვა

ტრადიციული

  • პირისპირ მოსმენა DRC-ის სათათბირო დარბაზში
  • მხარეები წარადგენენ მტკიცებულებებს ფიზიკური ფორმატით
  • დაარქივება და სარჩელზე ატვირთვა

6. გადაწყვეტილების მიღება

ონლაინ

  • გადაწყვეტილება იტვირთება პლატფორმაზე და ხდება ხელმისაწვდომი მხარეებისთვის
  • შეტყობინებები იგზავნება გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ

ტრადიციული

  • გადაწყვეტილება პირადად გადაეცემა მხარეებს ბეჭდური ფორმატით
  • შესაძლებელია გადაწყვეტილების ასლის ფოსტით გაგზავნა

DRC-ის პროცესის უპირატესობები

  • მოქნილობა: პროცესი ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე ტრადიციულ ფორმატში
  • დროისა და ხარჯების დაზოგვა: ონლაინ არბიტრაჟი უფრო სწრაფია
  • უსაფრთხოება: ონლაინ პლატფორმა იცავს მონაცემთა კონფიდენციალურობას
  • მხარდაჭერა: ონლაინ დახმარების გუნდი ნებისმიერ ეტაპზე




უპირატესობები